logo
ENG



გიორგი ვაშაძემ მედიკოსებთან ტესტირების მეთოდებზე და ვირუსის შემდგომ მართვაზე ისაუბრა

09 მაი 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მედიკოსებს შეხვდა. სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში მან ექიმებს საკუთარი შეხედულებები გააცნო. საუბარია ტესტირების მეთოდებსა და ვირუსის შემდგომ მართვაზე. 

გიორგი ვაშაძემ მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გამოწვევები აქვს ჰოსპიტალურ სექტორს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ასევე ყურადღება მასობრივ ტესტირებაზე გამახვილდა, სადაც ითქვა, რომ თუკი სახელმწიფო ჩაატარებდა მასობრივ ტესტირებას, რომელიც ყველა ფენას მოიცავდა, აღარ იქნებოდა საჭირო ეკონომიკის სექტორების სრულად გაჩერება. 

„ვიმსჯელეთ „სტრატეგია აღმაშენებლის მიერ წარდგენილ გეგმებზე, მის სამედიცინო ნაწილზე. რაც შეეხება ტესტირებას, შევეხეთ ეპიდ. უსაფრთხოების სტანდარტებს, ტურისტების სავარაუდო შემოდინებას საქართველოში და ამ მხრივ ჯანდაცვის სისტემამ და ექიმებმა რა უნდა გაითვალისწინონ“, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.

 


close დახურვა